რონალდინიო: "ნაპოლის სკუდეტოს მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდინიო: "ნაპოლის სკუდეტოს მოგება შეუძლია"


რონალდინიო:

"მილანისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა რონალდინიომ, "ნაპოლის" საჩემპიონო შანსები შეაფასა.

"შეუძლია თუ არა "ნაპოლის" სკუდეტოს მოგება? დიახ, ისინი დიდებულ სამუშაოს ასრულებენ. ბოლო წლებში ნეაპოლელებმა მოუმატეს და ვფიქრობ, ამ სეზონში "იუვენტუსთან" ბრძოლა შეუძლიათ.

დიბალა და მერტენსი? ორივე დიდებული, ექსტრაორდინალური მოთამაშეა. ძალიან მომწონს პაულოს სათამაშო სტილი და ვფიქრობ, რომ ის ახლა მსოფლიოს 10 საუკეთესო მოთამაშეს შორისა", - განაცხადა გაუჩომ.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის საწყისი 7 ტურის შემდეგ პირველ ადგილს სწორედ "ნაპოლი" იკავებს, რომელსაც 100%-იანი შედეგი ანუ 21 ქულა აქვს. შემდეგ კი 19-19 ქულით "იუვენტუსი" და "ინტერი" მოდიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი რონალდინიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები