ფრანგული გამოცემა "France Football" ოქროს ბურთის პრეტენდენტებს ასახელებს და ახლა უკვე ბოლოსწინა ხუთეულიც გაირკვა.
20 ნომინანტს კიდევ დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდი ედინსონ კავანი, მადრიდის "რეალის" ცხრიანი კარიმ ბენზემა, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი და კატალონიის "ბარსელონას" ათიანი ლიონელ მესი დაემატნენ.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს 30 ნომინანტს საბოლოოდ ჩვენი დროით 21:30 საათისთვის დაასახელებს. კიდევ 5 მოთამაშის ვინაობაა გასარკვევი.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა პირველი სამი ხუთეულიც:პირველი ხუთეულიმეორე ხუთეულიმესამე ხუთეულიმეოთხე ხუთეული