კოსტა მხოლოდ სიმეონემ მოარჯულა: "ეს ვინ ჯანდაბა მოათრიე გუნდში?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოსტა მხოლოდ სიმეონემ მოარჯულა: "ეს ვინ ჯანდაბა მოათრიე გუნდში?"


კოსტა მხოლოდ სიმეონემ მოარჯულა:
დიეგო კოსტა ვერ დაეხმარება მადრიდის "ატლეტიკოს" 2018 წლის 1 იანვრამდე. ყველაფერი უეფას სატრასნფერო ბანის ბრალია, რომელიც "ინდიელებს" დააკისრეს გასულ ზაფხულს. კოსტამ ბოლო მატჩი 11 ივნისს ჩაატარა, (მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ) ასე და ამგვარად, დიეგო სიმეონე იბრუნებს ფორვარდს, რომელსაც ჯამში წელიწადნახევარი არ ექნება ნათამაშები.

სეზონის ბოლომდე დიეგო იჯარის წესით იქნება "ატლეტიკოში" , მაგრამ ზაფხულში "როხიბლანკო" მას 66 მილიონ ევროდ გამოისყიდის. ამ ამბავში ყველაზე მთავარი ის არის, რომ კოსტა უკვე მისთვის მშობლიურ კლუბშია, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მწვრთნელთან, სიმეონესთან.

2013-2014 წლის სეზონში "ჩელსი" ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა ჯონ ტერის ავტოგოლისა და "კრისტალ პალასთან" მარცხის გამო პირველი ადგილი "მანჩესტერ სიტის" ერგო. იმ წელს "არისტოკრატები" ძალიან კარგად თამაშობდნენ ტოპ-კლუბების წინააღმდეგ, მაგრამ ბევრ ქულებს კარგავდნენ აუთსაიდერებთან. აშკარა იყო, რომ გუნდს აკლდა ფიზიკურად ძლიერი, აგრესიული და მტკიცე ხასიათის მქონე გოლეადორი, დიეგო კი ზუსტად ჯდებოდა ამ დახასიათებაში. კოსტამ მოსვლისთანავე დაამყარა პრემიერლიგის რეკორდი, 4 სასტარტო მატჩში 7 გატანილი გოლი მართლაც ფეერიული შედეგია. ყველაფერი იმდენად კარგად მიმდინარეობდა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" გაჩნდა ბანერი წარწერით: "Diego Costa – Guv’nor" ანუ მმართველი. აზარი, ოსკარი და ვილიანი ასისტებით ამარაგებდნენ დიეგოს, რომელიც თითქმის ყველა გუნდის კარში იტანდა, მათ შორის ე.წ. "ავტობუსების" წინააღმდეგაც.

კოსტა მხოლოდ სიმეონემ მოარჯულა: "ეს ვინ ჯანდაბა მოათრიე გუნდში?"

კოსტა ინგლისის ჩემპიონი გახდა და საკუთარ აქტივში 20 გოლიც გაიტანა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სრულფასოვნად გამოაჩინა თავის ფეთქებადი ხასიათი და ბრაზილიური უმოტივაციოობა ყველაფრის მიმართ. ეს ყველაფერი მოხდა "ჩელსისთვის" იმ საშინელ სეზონში, როდესაც მოურინიოს გუნდს დეკემბრისთვის მხოლოდ 4 მოგება ჰქონდა. კოსტა იყო ყველაზე უხეში "ლურჯების" შემადგენლობაში (8 ყვითელი ბარათი), აწუხებდა ჭარბი წონა, რის გამოც საშინელ ფორმაში იყო. ამით ჟოზესა და დიეგოს თანამშრომლობა დასრულდა.

კლუბში ანტონიო კონტე მოვიდა, რომელიც თავიდან უარყოფითად იყო განწყობილი კოსტას მიმართ, თუმცა 11 მატჩში გატანილმა 9 გოლმა ნეგატივი გადაწონა. იტალიელსა და ესპანელ ბრაზილიელს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. კონტემ კოსტას ლუდის დალევის უფლებაც კი მისცა თავისუფალ დროს, თუმცა შემდეგ მოვიდა მძიმე და ცივი ზამთარი, რომელმაც ყველაფერი არია. ფეხბურთის რადარებზე ჩინეთის ჩემპიონატი ამოტივტივდა, რომელიც ბევრი ფულით ისრუტავდა ევროპაში მოთამაშე ვარვსკვლავებს. კლუბმა სახელწოდებით "ტიანცზინ ციუნცზანმა" კოსტას წელიწადში 30 მილიონი ფუნტი შესთავაზა, დიეგომ უარი ვერ თქვა. იგი დებოშებს აწყობდა, უარს ამბობდა სავარჯიშოდ მოსვლაზე და იმიზეზებდა ტრავმას, ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ "ჩელსის" ის ჩინეთში გაეშვა. კონფლიქტი მალე მოგვარდა და კოსტა საჩემპიონო სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (კვლავ 20 გოლი), თუმცა კონტემ ვერაფრით აპატია დიეგოს ის ჩინეთში გადასვლის აკვიატება. იტალიელმა ალვარო მორატა იყიდა და "ვოთსაფის" საშუალებით ამცნო კოსტას, რომ ის მის გეგმებში აღარ ჯდებოდა. ბრაზილიელმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომლიდანაც ნათლად ჩანდა, რომ იგი ძალიან ნაწყენი იყო:

"ესეთი მნიშვნელოვანი ამბები ადამიანს პირადად უნდა უთხრა და არა შეტყობინების საშუალებით. კონტემ მომწერა, როდესაც ნაკრებთან ერთად ვიყავი, ბიჭებს არ სჯეროდათ, რომ მწვრთნელს ესე შეეძლო მოქცევა. მათ რეზერვში გადამისროლეს და ამიკრძალეს ძირითადი გუნდის გასახდელში მოსვლა. ეს უსამართლობაა, მე ბოროტმოქმედი არ ვარ, თუმცა ყოველ კვირას მაჯარიმებენ. ატლეტიკოში გადასვლა მინდა და არა ჩინეთში, რადგან ფულს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,"-აცხადებდა ბრაზილიელი.

კოსტა მხოლოდ სიმეონემ მოარჯულა: "ეს ვინ ჯანდაბა მოათრიე გუნდში?"

ინგლისურმა თავგადასავალმა აჩვენა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მწვრთნელი ვინც კოსტას გაუძლებს და გაუგებს, ეს არის დიეგო სიმეონე. ორ დიეგოს ერთმანეთში არასდროს ჰქონიათ უთანხმოება. კოსტა არ უჯანყდებოდა მას, სიმეონე კი მუდამ იცავდა თავის შეგირდს. შეიძლება ითქვას, რომ სიმეონე კოსტასთვის იდეალური მწვრთნელია, კოსტა კი იდეალური ფორვარდი სიმეონეს გუნდისთვის.

კოსტა მხოლოდ სიმეონემ მოარჯულა: "ეს ვინ ჯანდაბა მოათრიე გუნდში?"

ბრაზილიელი მადრიდში 2006 წელს მოვიდა, თუმცა "ატლეტიკოს" სრულფასოვანი წევრი მხოლოდ 2010-ში გახდა. დროის ეს შუალედი მან იჯარით სხვადასხვა გუნდებში გაატარა, იყო "სელტა", "ალბასეტე", "ვალიადოლიდი" და "რაიო ვალეკანო". დიეგო ყველგან ჩხუბობდა და უხეშობდა მანამ, სანამ სიმეონეს არ შეხვდა. მისი აგენტი ხავიერ ერნანდესი იხსენებს:

"პირველ მადრიდულ სეზონში კოსტას უსტვენდნენ. ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა თუ ვინ ჯანდაბა მოვათრიე "ატლეტიკოში", მე მას ვუპასუხე, რომ დიეგო ძალიან კარგი ფეხბურთელია, უბრალოდ მიეცით მას გაზრდის საშუალება,"

კოსტა მხოლოდ სიმეონემ მოარჯულა: "ეს ვინ ჯანდაბა მოათრიე გუნდში?"

კოსტას არასდროს ჰყოლია ყურადღებიანი დამრიგებელი, რადგან ბრაზილიაში ის არც კი დადიოდა საფეხბურთო აკადემიაში. ევროპაში ის ქუჩიდან მოხვდა და მალევე მიიღო "ბანდიტის" მეტსახელი. სიმეონეც თავის ფეხბურთელობის დროს იყო ძალიან ფეთქებადი და კონფლიქტური, ასე რომ მან და კოსტამ მარტივად გაუგეს ერთმანეთს. "ჩოლო" ბრაზილიელს ფორლანის, აგუეროსა და ფალკაოს გვერდით აყენებდა, 2014 წლის საჩემპიონო სეზონისთვის კი მას უკვე მხოლოდ ბრაზილიელი ბანდიტი ჰყავდა.

კოსტა მხოლოდ სიმეონემ მოარჯულა: "ეს ვინ ჯანდაბა მოათრიე გუნდში?"

"როდესაც პირველად ვნახე ის ვარჯიშზე გავოგნდი. ბრაზილიელი იყო შეუჩერებელი, საოცრად ენერგიული და ცივსისხლიანი. კოსტა ყოველ თამაშს ისე ატარებდა, თითქოს ეს მისი ბოლო მატჩი ყოფილიყო. დიეგო რისკით თამაშობდა, თან აცნობიერებდა, რომ ერთით მეტი იარა ვეფხვს არაფერს დააკლებდა. კოსტა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია, როგორც "ბარსელონასთვის" მესი"-იხსენებს სიმეონე.

"ატლეტიკოში" დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ, კოსტა "სევილიასთან" მატჩს დაესწრო, რომელიც სიმეონეს ბანდამ 2:0 მოიგო. დიეგო "ჩელსის" წინააღმდეგ გამართულ საჩემპიონთა ლიგო დუელის დროსაც იყო ტრიბუნებზე. ის თამაში "ინდიელებმა" დათმეს. კარგად ჩანდა თუ როგორ დასწყვიტა გული კოსტას ბატშუაის გოლმა. ბოლოს კი მოდით გავიხსენოთ ბანდიტის მადრიდული პერიოდი:



ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები