რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?


რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

უკვე დიდი ხანია, რაც არგენტინის ნაკრების შეტევაში ნამდვილი ვარვსკვლავთცვენაა. "ალბისელესტეს" იმდენი მაღალი დონის ფორვარდი ჰყავს, რომ ორ გუნდს ეყოფოდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ნაკრებში უდიდესი კონკურენციაა. მოდით განვიხილოთ ყველა ის მოთამაშე, ვინც შეიძლება ვიხილოთ არგენტინის თავდამსხმაში მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე... თუ რა თქმა უნდა, "ალბისელესტე" მუნდიალის საგზურის მიღმა არ დარჩება.

სერხიო აგუერო

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 29 წლის
კლუბი: მანჩესტერ სიტი
ნაკრებში შედეგი: 82 მატჩი, 34 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 80%


უკვე რამდენიმე წელია, რაც აგუერო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე ფორვარდის სტატუსს სრულიად სამართლიანად ატარებს. "კუნი" სტაბილურად იტანს 28-დან 33-გოლამდე სეზონში "სიტის" მაისურით. დღეისათვის მას 176 ბურთი დაუგროვდა "ქალაქელების" შემადგენლობაში და კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორობამდე სერხიოს მხოლოდ 2 გოლი აშორებს. სამწუხაროდ, აგუერო ვერ ახერხებს, რომ ნაკრებშიც იყოს ესეთი საჭირო და მნიშვნელოვანი. მართალია მის ანგარიშზე 34 გოლია (მარადონას მსგავსად) და მასზე წინ მხოლოდ მესი, ბატისტუტა და კრესპო არიან, მაგრამ ფაქტია, რომ "კუნი" ვერასდროს იჩენს თავს პრინციპულ და გადამწყვეტ შეხვედრებში. კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება სერხიო განაცხადის მიღმა დარჩეს არის ტრავმები. "კუნი" სისტემატურად იღებს დაზიანებებს და მკურნალობის პროცესი ზოგჯერ რამდენიმე თვეზე იწელება. სწორედ ამ გარემოებების გამო არსებობს ალბათობა იმისა, რომ აგუერო მომავალ ზაფხულს გაატარებს არა რუსეთის მოედნებზე, არამედ სახლში ან თუნდაც ლაზარეთში.

ხოაკინ კორეა

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 23 წლის
კლუბი: სევილია
ნაკრებში შედეგი: 3 მატჩი, 1 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 20%


კონკურენციის მიუხედავად, ხოაკინმა მაინც შეძლო ადგილის გამონახვა ნაკრებში და განვლილ ზაფხულს სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა. კორეა სასარგებლო და პროდუქტიულია თავის კლუბში. რამდენიმე გრანდი უკვე განიხილავს მას როგორც სამომავლო შენაძენს. ეს ერთის მხრივ კარგიცაა და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ ხოაკინის პოტენციალს ყველა ხედავს, ცუდი კი იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და არა ჩამოყალიბებულად. ანალოგიურად ფიქრობენ სამშობლოშიც, ასე რომ მესის, აგუეროს, დიბალასა და სხვა ვარვსკვლავების ფონზე კორეა ფაქტიურად უშანსოდაა.

ანხელ დი მარია

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 29 წლის
კლუბი: პარი სენ-ჟერმენი
ნაკრებში შედეგი: 88 მატჩი, 19 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 90%


როგორ ცუდადაც არ უნდა მიდიოდეს დი მარიას საქმეები კლუბში, ნაკრებში იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ანხელი მუდმივად მოძრაობაშია, ბევრს დარბის, აწვდის, აკეთებს პასებს, მთლიანად აკონტროლებს ფლანგს. მის გარეშე "ალბისელესტეს" თამაში კიდევ უფრო უსახური იქნებოდა, შესაბამისად თითქმის ეჭვგარეშეა, რომ სამპაოლი დი მარიას აუცილებლად თან წაიყოლებს რუსეთში.

პაულო დიბალა

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 23 წლის
კლუბი: იუვენტუსი
ნაკრებში შედეგი: 10 მატჩი, 0 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 100%


"იუვეს" არგენტინელმა შემტევმა ბოლო წლებში არნახული პროგრესი განიცადა. უბრალოდ ნიჭიერ ახალგაზრდიდან პაულო ნამდვილ სუპერვარვსკვლავად ჩამოყალიბდა. "ბიანკონერის" 10-იანი მიწასთან ასწორებს ყველას და ყველაფერს "სერია ა"-ში, წელს მის ანგარიშზე 10 მატჩში უკვე 12 გოლია. სამწუხაროდ დიბალა ჯერჯერობით ვერ ახერხებს თავისი კლასის ბოლომდე დემონსტრირებას ნაკრებშიც, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. პაულო აუცილებლად იქნება "ალბისელესტეს" შემადგენლობაში, ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ მომავალ მუნდიალზე დაიწყება დიბალას კარიერაში ახალი ეტაპი.

ალეხანდრო გომესი

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 29 წლის
კლუბი: ატალანტა
ნაკრებში შედეგი: 1 მატჩი, 1 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 10%


გომესი თავის შანსს 29 წლამდე ელოდა. სანამ ეს მომენტი დადგებოდა, ალეხანდრო ბევრს შრომობდა იტალიაში, უკრაინის გავლით. ახლა არგენტინელი "ატალანტას" ლიდერი და კაპიტანია, რომელსაც ხშირად კალჩოს ტოპ-მცველებიც ვერ აჩერებენ, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ქალაქ ბერგამოს ლოკალური გმირის სტატუსი საკმარისი არ არის ვარვსკვლავურ არგენტინის ნაკრებში მოსახვედრად. გომესის მუნდიალზე გამგზავრების ალბათობა ძალიან მცირეა, ალბათ სასწაული უნდა მოხდეს, რომ ალეხანდრო რუსეთში ვიხილოთ.

გონსალო იგუაინი

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 29 წლის
კლუბი: იუვენტუსი
ნაკრებში შედეგი: 69 მატჩი, 31 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 70%

მართალია გონსალო კალჩოს ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერია, რომლის სატრანსფერო ფასი 90 მილიონ ევროს შეადგენს, ფაქტია, რომ არგენტინის ქომაგებს იგუაინთან მიმართებაში უფრო მეტი ცუდი ახსოვთ, ვიდრე კარგი. "პიპიტამ" ჩააგდო ყველა სანაკრებო ფინალი და პრინციპული შეხვედრა "ალბისელესტეს" მაისურით. ხორხე სამპაულის იგუაინი 9 ივნისის შემდეგ არ გამოუძახებია და მისი ადგილი მაურო იკარგის დაუთმო. რაც არ უნდა იყოს, გონსალო უმაღლესი კლასის ფორვარდია და მისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელის თუნდაც სათადარიგო სკამზე ყოლა ყოველთვის მისწრება იქნება. გავიხსენოთ თუ რის გამო აითვალწუნეს პიპიტა:





მაურო იკარდი

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 24 წლის
კლუბი: ინტერი
ნაკრებში შედეგი: 3 მატჩი, 0 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 50%


"ინტერის" ლიდერი სეზონიდან სეზონამდე უმატებს, სტაბილურად იტანს გოლებს და ნელ ნელა საჯარიმოს გარეთაც ეჩვევა თამაშს. "ნერიაძურიში" გატარებული 4 წლის მანძილზე იკარდის უკვე 84 გოლი დაუგროვდა, მიმდინარე სეზონში კი მის აქტივში 6 ბურთია. რაღაც მიზეზების გამო, მაურო დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა უყურადღებოდ, თუმცა მისი შედეგი, მის მაგივრად ყველაფერს ამბობდა, იგნორირება უკვე დაუშვებელი იყო. ხორხე სამპაოლი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნვისთანავე მესი-დიბალა-იკარდის ტრიოზე ჩამოვიდა ფსონს. მართალია "ალბისელესტეს" ახალი შეტევა ჯერჯერობით ვერ ამართლებს, თუმცა მუნდიალამდე კიდევ 7 თვეა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, კარგიც და ცუდიც. ფაქტია, რომ სამპაოლი ენდობა "ინტერის" კაპიტანს, მაგრამ მოთმინების ლიმიტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოიწუროს და მაუროსთვის ნაკრების კარი კვლავ დიდი ხნით დაიხუროს.

მანუელ ლანცინი

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 24 წლის
კლუბი: ვესტ ჰემი
ნაკრებში შედეგი: 2 მატჩი, 0 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 20%


ლანცინიმ სამპაოლის ყურადღება "ვესტ ჰემში" კარგი თამაშით მიიპყრო. არგენტინელი შემტევი სლავენ ბილიჩის ფსკერისკენ მიმავალი გემის იშვიათი ნათელი წერტილია. მანუელი უდავოდ კარგი და მშრომელი ფეხბურთელია, თუმცა სხვაობა კლასში მასსა და იგივე დიბალას ან თუნდაც დი მარიას შორის ძალიან დიდია. ლანცინის ნაკრებში მოხვედრის შანსი რეალურად არ აღემატება კორეასა და გომესის პროცენტულ მაჩვენებელს.

ლეონელ მესი

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 30 წლის
კლუბი: ბარსელონა
ნაკრებში შედეგი: 120 მატჩი, 58 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 100%


ფეხბურთის მეფის დადებით თვისებებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. მისი ნაკრებში ვერ მოხვედრის შანსებზე ხუმრობაც კი დანაშაულია. რა თქმა უნდა ლეო მუნდიალზე იქნება, კაპიტნის სამკვლაურითა და 10 ნომრით ზურგზე. ალბათ, "არსენალის" "პრემიერლიგაში" ჩემპიონობა უფრო რეალურია, ვიდრე მესის არ წაყვანა მსოფლიოზე.

ხავიერ პასტორე

რომელი შემტევები უნდა წავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ არგენტინა გავიდა?

ასაკი: 28 წლის
კლუბი: პარის სენ-ჟერმენი
ნაკრებში შედეგი: 29 მატჩი, 2 გოლი
ნაკრებში მოხვედრის ალბათობა: 30%


ტრავმებით დატანჯული ერთ დროს არგენტინული ფეხბურთის იმედი კარიერის ყველაზე ცუდ პერიოდს განიცდის. უკვე დიდი ხანია, რაც ხავიერი პარიზული კლუბის შტატიან რეზერვისტად იქცა. ზამთარში საფრანგეთის დედაქალაქში მასობრივი წმენდა იგეგმება და სავარაუდოთ პასტორე კარიერის რეანიმირებისთვის კვლავ იტალიაში დაბრუნდება. სანამ ეს არ მოხდება, არგენტინელი მხოლოდ სიზმარში თუ იხილავს მსოფლიო ჩემპიონატს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები