მეორედ ისტორიაში - საქართველომ ციკლი მოგების გარეშე დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მეორედ ისტორიაში - საქართველომ ციკლი მოგების გარეშე დაასრულა


მეორედ ისტორიაში - საქართველომ ციკლი მოგების გარეშე დაასრულა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სერბეთის ნაკრებს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

2018 წლის მუნდიალის ციკლი ჩვენმა გუნდმა 5 ქულით დაასრულა. საქართველომ 10 შეხვედრიდან 5 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა.

ვლადიმერ ვაისის გუნდმა ციკლში ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგო - მსგავსი რამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ დაფიქსირდა.

პირველად ეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროს მოხდა. მაშინ ნაკრებმა 7 მატჩი წააგო, 3 კი ფრედ დაასრულა.

სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:

მსოფლიო ჩემპიონატი 1998 - 3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება - მე-4 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2002 - 3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება - მე-3 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2006 - 2 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება - მე-6 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2010 - 0 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება - მე-6 ადგილი (ბოლო)

მსოფლიო ჩემპიონატი 2014 - 1 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება - მე-4 ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 0 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება - მე-5 ადგილი

ევრო 1996 - 5 მოგება, 5 წაგება - მე-3 ადგილი

ევრო 2000 - 1 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება - მე-6 ადგილი (ბოლო)

ევრო 2004 - 2 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება - მე-5 ადგილი (ბოლო)

ევრო 2008 - 3 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება - მე-6 ადგილი

ევრო 2012 - 2 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება - მე-5 ადგილი

ევრო 2016 - 3 მოგება, 7 წაგება - მე-5 ადგილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები