ვლადიმირ ვაისი: „შეტევაში ხარისხიანი თამაში გვჭირდება“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვლადიმირ ვაისი: „შეტევაში ხარისხიანი თამაში გვჭირდება“


ვლადიმირ ვაისი: „შეტევაში ხარისხიანი თამაში გვჭირდება“

სერბეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტების კითხვებს ვლადიმირ ვაისმა უპასუხა.

_ მინდა მივულოცო სერბთა მწვრთნელს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. სერბეთი საუკეთესო გუნდი იყო ჯგუფში. მათ დღეს ჭირდებოდათ მოგება და ასეთ დროს იოლი არ არის თამაში. ჩვენც შეტევაში ხარისხიანი ქმედება გვჭირდება, სხვანაირად ქულების აღება შეუძლებელია და იმედია, ამ მხრივ გამოსწორდება სიტუაცია. სერბებს ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს და ევროპაში გამორჩეულები თავიანთ პოზიციებზე. შესაძლოა, ბევრი მათგანისთვის ეს ბოლო მუნდიალი, ამიტომ ყველაფერი გაიღეს და ვფიქრობ, იქაც ყველაფერს გააკეტებენ წარმატების მისაღწევად. ჩვენ ნახევარდაცვაში კარგად ვითამაშეთ, გოლი კონტრშეტევაზე მივიღეთ, კარგად ითამაშა მაკარიძემ და რამდენჯერმე გადაგვარჩინა. ყველამ კარგად ითამაშა, მათ შორის იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც დღეს სასტარტოში პირველად გამოჩდნენ ჩემი მწვრთნელობის პერიოდში შესარჩევი ეტაპის შეხვედრებში. ისინი საქართველოს ნაკრების მომავალია, ხოჭოლავასთვის, აბურჯანიასთვის და ჯიღაურისთვის რთული იყო ჩამჯდარიყვნენ შემადგენლობაში, მაგრამ ყველამ კარგად გაართვა თავი... ჩემთვის წარმოუდგენელია კანკავას ასეთი მდგომარეობა _ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და სხვებზე უკეთ გამოიყურება, არადა, თავისუფალი აგენტია...

თუ გავიხსნებთ სერბეთან თამაშს თბილისშიც ვიგებდით, საერთოდ ბევრი მატჩი ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე ვითამაშეთ, თორემ შესაძლოა, უკეთესი შედეგი გვეჩვენებია... მექნება შეხვედრა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და შემდეგ გადავწყვიტავთ ჩემს მომავალს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები