პასტორე ვარჯიშებს დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პასტორე ვარჯიშებს დაუბრუნდა


პასტორე ვარჯიშებს დაუბრუნდა
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ ვარჯიში განაახლა.

როგორც AFP იტყობინება, არგენტინელმა თანაგუნდელებთან ერთად უპრობლემოდ ივარჯიშა.

მოგეხსენებათ, პასტორეს 25 აგვისტოს, "სენტ ეტიენთან" (3:0) გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ტრავმა მიიღო, არ უთამაშია.

მიუხედავად გამოჯანმრთელებისა, "დიჟონთან" ლიგა 1-ის უახლოეს დაპირისპირებაში პასტორეს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები