მომავალი სეზონიდან არსენალს ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მომავალი სეზონიდან არსენალს ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება


მომავალი სეზონიდან არსენალს ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება

"აიაქსის" სპორტული დირექტორი, მარკ ოვერმარსი 2017/18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალში" ანალოგიურ თანამდებობას დაიკავებს, იუწყება Tuttomercatoweb.

ჰოლანდიელი, რომელსაც ფეხბურთელობისას ორივე გუნდის შემადგენლობაში უასპარეზია, ამსტერდამულ კლუბში 2012 წლიდან მუშაობს.

იტალიური გამოცემის თანახმად, ოვერმარსი "მეთოფეებს" პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა. სავარაუდოდ, ყველაფერი მომავალ წელს გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, ოვერმარსი, რომელიც მარტში 44 წლის გახდა, "აიაქსის" ღირსებას 1992 წლიდან 1997 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში გუნდის მაისურით 189 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. "არსენალში" იგი 1997 წლიდან 2000 წლამდე თამაშობდა - 141 მატჩი, 40 გოლი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები