ჟირუს იტალიურმა გრანდებმა დაადგეს თვალი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟირუს იტალიურმა გრანდებმა დაადგეს თვალი


ჟირუს იტალიურმა გრანდებმა დაადგეს თვალი

ლონდონის "არსენალის" ცენტრალური თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ, ორი იტალიური გრანდის, ტურინის "იუვენტუსისა" და მილანის "ინტერის, რადარზე მოხვდა.

მას შემდეგ, რაც "მეთოფეებმა" ამ ზაფხულს ალექსანდრ ლაკაზეტი დაიმატეს, ჟირუმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო.

"Calciomercato" იტყობინება, რომ ოლივიეს გადაბირებას გაისად "ნერაძური" და "ბიანკონერი" ეცდებიან. "ინტერს" მაურო იკარდისთვის სჭირდება კონკურენტი, "იუვე" კი მარიო მანჯუკიჩის პოტენციურ შემცვლელს ეძებს, რომელმაც შესაძლოა კლუბი სეზონის ბოლოს დატოვოს.

31 წლის ფრანგს ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები