ისლანდიის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისლანდიის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა


ისლანდიის ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა

ისლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰემირ ჰადლგრიმსონმა თავისი ნაკრების 2018 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ვიფიქრე, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე რთული დავალება გუნდის ხელახლა მოტივირება იქნებოდა".

"წვეულებების შემდეგ ლუდის პირველი ბაკალი არც თუ ისე სასიამოვნოა. საფრანგეთში დიდი დღესასწაულის შემდეგ ყველაზე რთული მუშაობის თავიდან დაწყება იყო. უფრო მეტიც, როცა ჯგუფში ხორვატია, თურქეთი, უკრაინა და ფინეთი გყავს".

"ეს წარმატება ფინალური წერტილი არ გახლავთ, თუმცა საბოლოო მიზნამდე დიდი გზა უკვე გავლილია", - თქვა ჰადლგრიმსონმა ფრანგულ L'Equipe-სთან საუბრისას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები