მბაპე - ყველაზე ახალგაზრდა ოქროს ბურთის პრეტენდენტი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მბაპე - ყველაზე ახალგაზრდა ოქროს ბურთის პრეტენდენტი


მბაპე - ყველაზე ახალგაზრდა ოქროს ბურთის პრეტენდენტი
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოქროს ბურთის ნომინანტი გახდა.

გუშინ "France Football-მა" ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს 30 პრეტენდენტი დაასახელა, რომელთა შორისაც 18 წლის ფრანგი შემტევიც მოხვდა.

კილიან მბაპე ახლა 18 წლისა და 10 თვის გახლავთ. მან ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელის, მაიკლ ოუენის, მიღწევა გააუმჯობესა. "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი 1998 წელს ოქროს ბურთისთვის 19 წლის ასაკში იბრძოდა და საბოლოოდ მეოთხე პოზიციაზე გავიდა.

გასული სეზონი კილიან მბაპემ "მონაკოში" ჩაატარა და 44 მატჩში 26 გატანილ გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ ზაფხულს კი მბაპე "პსჟ-ს" შეუერთდა და 6 შეხვედრაში 3 ბურთი გაიტანა, 3 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ კილიან მბაპე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები