ზიდანი მზადაა ბეილი გაყიდოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი მზადაა ბეილი გაყიდოს


ზიდანი მზადაა ბეილი გაყიდოს

უელსელმა ნახევარმცველმა, გარეტ ბეილმა შეიძლება "რეალი" დატოვოს.

როგორც El Confidencial იუწყება, მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი და პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი უკმაყოფილონი არიან იმის გამო, რომ ფეხბურთელი ხშირად ტრავმიანობს.

ზიდანი მზადაა ფეხბურთელი გაუშვას, ხოლო პერესს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა მასაც ეჭვი ეპარება მადრიდში ჰავბეკის მომავალთან დაკავშირებით.

"სამეფო კლუბში" მიიჩნევენ, რომ ბეილის 100 მილიონ ევროდ გაყიდვაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, უელსელის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები