ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში


ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩრდილოეთ ამერიკის ჯგუფში ტრინიდადი და ტობაგომ მაღალი პოზიცია დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ქვეყნის მოსახლეობა იმ დროისთვის 1.3 მილიონი იყო და ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი რეკორდი იყო. მანამდე არასდროს არ ყოფილა მსგავსი პატარა ქვეყანა მუნდიალზე.

ეს რეკორდი 2018 წელს მოიხსნა.

ისლანდიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა და გახდა ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც მუნდიალზე ითამაშებს.

ისლანდიის მოსახლეობა მხოლოდ 300 000 ადამიანს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები