მოურინიო ავსტრიისა და სერბეთის მატჩში აინტრახტის ფეხბურთელს დააკვირდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო ავსტრიისა და სერბეთის მატჩში აინტრახტის ფეხბურთელს დააკვირდა


მოურინიო ავსტრიისა და სერბეთის მატჩში აინტრახტის ფეხბურთელს დააკვირდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ავსტრიისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრო.

Daily Mail-ის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი სერბ მიატ გაჩინოვიჩს დააკვირდა.

გაჩინოვიჩი მინდორზე სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და 87-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

ცნობისთვის, მიატი გერმანიის ჩემპიონატში, კონკრეტულად კი ფრანკფურტის "აინტრახტში" ასპარეზობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები