ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატიდან და თასიდან არ მოხსნიან! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატიდან და თასიდან არ მოხსნიან!


ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატიდან და თასიდან არ მოხსნიან!

"ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატიდან და თასიდან არ მოხსნიან, იტყობინება ესპანური პრესა.

კლუბი ლა ლიგაში ასპარეზობას გააგრძელებს, მიუხედავად კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგებისა.

შეგახსენებთ, კატალონიაში 1 ოქტომბერს ესპანეთის შემადგენლობიდან გამოყოფის თაობაზე არჩევნები ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა ორ მილიონზე მეტმა კატალონიელმა მიიღო და მათი 90 პროცენტი დამოუკიდებლობას ემხრობოდა.

მიუხედავად ამისა, მადრიდში ეს რეფერენდუმი არალეგიტიმურად მიიჩნიეს და მისი შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.

ამ ყველაფრის შემდეგ კი დაიწერა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეიძლება ქვეყნის ტურნირებიდან "ბარსელონას" მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები