ვერნერი ვარჯიშებს დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერნერი ვარჯიშებს დაუბრუნდა


ვერნერი ვარჯიშებს დაუბრუნდა

"ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი, გამოჯანმრთელდა და ვარჯიშებს დაუბრუნდა.

"ხარების" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 21 წლის გერმანელმა დღეს ინდივიდუალური პროგრამით იმუშავა და დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩისთვის ემზადება.

ვერნერს კუნთის პრობლემები აწუხებს, რომლის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურებში გერმანიის ნაკრებსაც ვერ დაეხმარა.

"ლაიფციგი" ბუნდესლიგაში თავის მომდევნო შეხვედრას შაბათს დორტმუნდში ჩაატარებს და ტიმოს თამაში ჯერ კიდევ საეჭვოა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი ტიმო ვერნერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები