ბორუსია ორი მცველის გაშვებას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბორუსია ორი მცველის გაშვებას გეგმავს


ბორუსია ორი მცველის გაშვებას გეგმავს

დორტმუნდის "ბორუსიას" განაპირა მცველმა, ერიკ დურმმა, და ცენტრალურმა მცველმა, ნევენ სუბოტიჩმა, შესაძლოა გუნდი იანვარში დატოვონ.

"Sportbild" იტყობინება, რომ დურმი და სუბოტიჩი "ბორუსიას" ახალი თავკაცის, პიტერ ბოშის, ხელმძღვანელობით სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებენ, ამიტომაც კლუბის დატოვება სურთ.

28 წლის სუბოტიჩი "ყვითლების" ღირსებას უკვე წლებია იცავს, მაგრამ მიმდინარე სეზონში მინდორზე არცერთი წუთი არ გაუტარებია. რაც შეეხება დურმს, ჰოლანდიელი სპეციალისტი არც მას ენდობა.

სუბოტიჩის მიმართ ინტერესს ბუნდესლიგის ახალწვეული "ჰანოვერი" იჩენს, დურმს კი მეორე ახალწვეული "შტუტგარტი" აკვირდება, რომელსაც ერიკის დამატება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები