მაკელელე ანჩელოტის სიმშვიდით აღფრთოვანებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაკელელე ანჩელოტის სიმშვიდით აღფრთოვანებულია


მაკელელე ანჩელოტის სიმშვიდით აღფრთოვანებულია

მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა კლოდ მაკელელემ, კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა.

„ანჩელოტისთან მუშაობა ჩემთვის ძალიან ადვილი იყო. ის ყოველთვის ძალიან მშვიდი იყო და საკუთარ თავს ვეკითხებოდით როგორ ახერხებდა ამას. მან მასწავლა, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი და შესაძლებლობები უნდა შეისწავლო, რათა შემდეგ ფეხბურთელი გამოხვიდე.

კონკურენტუნარიანი მოთამაშეები არასოდეს წარმოადგენენ პრობლემას, დაბრკოლებას მხოლოდ ისინი ქმნიან, რომლებიც არ იბრძვიან. კარლოს კი ამ თვისების კარგად გამოყენება შეუძლია იმისათვის, რომ სხვებს მოტივაცია შემატოს და პროგრესისკენ უბიძგოს.

მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. შეცდომების სათავისოდ გამოყენება უნდა იცოდე და მათი თავიდან არ იდება არ უნდა სცადო“, - განაცხადა 44 წლის ფრანგმა.

მაკელელე 58 წლის იტალიელ სპეციალისტთან ერთად „პარი სენ ჟერმენში“ 2011-13 წლებში მუშაობდა და მისი ასისტენტი იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები