ტიაგო ფრაიბურგთან თამაშს შეძლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტიაგო ფრაიბურგთან თამაშს შეძლებს


ტიაგო ფრაიბურგთან თამაშს შეძლებს

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

26 წლის ცენტრმა ტრავმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ბანაკში მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს ტურის თამაშის წინ მიუნხენში დაბრუნდა.

როგორც "ბაიერნის" პრესსამსახური იტყობინება, ალკანტარას სერიოზული არაფერი სჭირს და ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, "ფრაიბურგთან" საშინაო შეხვედრაში, თამაშს შეძლებს.

ტიაგო ალკანტარამ მიმდინარე სეზონიც ტრავმით დაიწყო და ჯერ მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ტიაგო ალკანტარა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები