ბუფონი: „მსოფლიო თასის მოგების შემდეგ მშვიდად მოკვდები“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი: „მსოფლიო თასის მოგების შემდეგ მშვიდად მოკვდები“


ბუფონი: „მსოფლიო თასის მოგების შემდეგ მშვიდად მოკვდები“

იტალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ავიხდინე რეალური ოცნება, რომელიც ნებისმიერ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი ფოტოალბომებს ხშირად ვათვალიერებდი და სერია ა-ში თამაში ვოცნებობდი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ზედმეტად მიუწვდომელი რამ ჩანდა.

მსოფლიო თასის ხელში დაჭერა ენით აუღწერელი სიხარულია, ეს უნიკალური მომენტია, რომელიც ცხოვრებას გილამაზებს. ამის შემდეგ ფეხბურთელი მშვიდად მოკვდება.

რაც შეეხება რუსეთის მუნდიალს, იმედი მაქვს ტურნირზე მოვხვდებით. როდესაც იტალიის ნაკრების ღირსებსას იცავ, შეუძლებელია, რომ გამარჯვებაზე არ იფიქრო. არასოდეს დამიწყია ტურნირი იმაზე ფიქრით, რომ საბოლოოდ გათამაშებას ვერ მოვიგებდი.

სპორტსმენს არ აქვს იმის უფლება, რომ ამბიციები ჩაიკლას. ოცნება ყოველთვის შესაძლებელია“, - განაცხადა ბუფონმა.

„სკუადრა აძურამ“ საკუთარ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მუნდიალზე მოსახვედრად ფლეი-ოფის ეტაპის გავლა მოუწევს. 39 წლის იტალიელი კარიერას სწორედ რუსეთის მსოფლიო პირველობის შემდეგ დაასრულებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები