ხამესს ბაიერნის დატოვება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხამესს ბაიერნის დატოვება სურს


ხამესს ბაიერნის დატოვება სურს

მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელ ლეგიონერს, ხამეს როდრიგესს, გერმანიაში დარჩენა აღარ სურს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ხამესი კარლო ანჩელოტის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებით იმედგაცრუებული დარჩა, ვინაიდან 58 წლის იტალიელ სპეციალისტს კარგად იცნობდა, ენდობოდა და "ბაიერნში" სწორედ პაპა კარლომ მიიწვია.

გარდა ამისა, ხამესს, რომელიც ესპანურად ლაპარაკობს, კომუნიკაციისა და კლიმატის პრობლემები აქვს, ვინაიდან გერმანიაში მისთვის უჩვეულო დაბალი ტემპერატურაა.

ხამესს ზოგჯერ გუნდისგან განცალკევებით უწევს ყოფნა და უკვე ფიქრობს, რომ ზაფხულში მიუნხენური გრანდი დატოვოს. კოლუმბიელს ისევ მადრიდის "რეალში" დაბრუნება სურს.

ხამეს როდრიგესი "ბაიერნმა" ამ ზაფხულს "სამეფო კლუბიდან" 2 წლიანი იჯარის წესით დაიმატა, მაგრამ გაისად მადრიდულ გრანდს მისი დაბრუნების უფლება ექნება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ხამეს როდრიგესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები