მილანის დირექტორი: "ინტერი სულელი გოგონასავითაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანის დირექტორი: "ინტერი სულელი გოგონასავითაა"


მილანის დირექტორი:

"მილანის" დირექტორმა, მარკო ფასონემ, საკუთარი კლუბის მთავარი კონკურენტი "ინტერი" სულელ გოგონას შეადარა, რომელსაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდება.

"ინტერი" არის კლუბი, რომელსაც სათადარიგო სკამზე ყოველთვის ძლიერი პიროვნება სჭირდებოდა. ისეთები, როგორებიც რობერტო მანჩინი და ჟოზე მოურინიო არიან.

მათ გულუბრყვილო სული აქვთ ისევე, როგორც ლამაზ გოგონას, რომელიც ცოტათი სულელია. ახლა მათ სპალეტის სახით ძლიერი ადამიანი იპოვნეს და ყველაფერი კარგად მიდის", - განაცხადა ფასონემ.

ლუჩიანო სპალეტიმ "ნერაძური" ამ ზაფხულს ჩაიბარა და სერია ა-ს საწყის 7 ტურში 19 ქულა დააგროვებინა. "ინტერი" "როსონერის" 7 ქულით უსწრებს და ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები