რამოსი: "სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსი: "სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ"


რამოსი:

"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა აღნიშნა, რომ მისთვის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა შორის მოხვედრა ძალიან სასიამოვნოა.

ესპანელის თქმით, მისი გუნდისთვის ტიტულების მოგება ადვილი არ გახლავთ.

"ძალიან მიხარია, რომ რჩეულთა შორის მოვხვდი", - ციტირებს რამოსის სიტყვებს France Football.

"ინდივიდუალური ჯილდოები ყოველთვის გუნდის მიერ გაწეულ ღვაწლზე მიუთითებს. ტიტულებს კი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი არ იგებს. სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ".

შეგახსენებთ, გასულ სეზონში "სამეფო კლუბმა" რამოსის კაპიტნობით ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები