აბდენური: "ეს ის ფალკაოა, რომელსაც ატლეტიკოდან ვიცნობდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აბდენური: "ეს ის ფალკაოა, რომელსაც ატლეტიკოდან ვიცნობდით"


აბდენური:

"მარსელის" მცველი, აიმენ აბდენური მიიჩნევს, რომ "მონაკოს" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმაშია.

აბდენური იხსენებს დროს, როცა კოლუმბიელი "ატლეტიკოში" ასპარეზობდა და მსოფლიო ვარსკვლავად იქცა.

"ფალკაო გამორჩეულ სეზონს ატარებს", - ციტირებს "მარსელის" მცველის სიტყვებს A Bola.

"ასეთი თამაშისთვის შეგვიძლია მივულოცოთ. ეს ის ფალკაოა, რომელსაც "ატლეტიკოდან" ვიცნობდით. სენსაციურად დაიწყო სეზონი და ასევე აგრძელებს. ნამდვილად დიდი ბომბარდირია", - დასძინა აბდენურმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები