რამდენი მლნ შეიძლება დაკარგოს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ, თუ ნაკრები მუნდიალზე ვერ გავა?
თარიღი: ოქტომბერი 10, 2017, 21:42
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ შეიძლება 20-დან 60 მილიონ დოლარამდე დაკარგოს, თუ ეროვნული გუნდი 2018 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდება.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში არგენტინა მონაწილეობისთვის ორ მილიონ დოლარს მიიღებს, 10 მილიონს - ჯგუფში ასპარეზობისთვის, 12 მილიონს - 1/8 მერვედფინალში გასვლისთვის, 18 მილიონს - 1/4 ფინალში გასვლისთვის.
გარდა ამისა, არგენტინელებმა 8 მილიონი შესაზლოა სპონსორებთან კონტრაქტების გაწყვეტის გამო დაკარგონ.
ცნობისთვის, მუნდიალის გამარჯვებულს 50 მილიონი დოლარი ხვდება, მეორეადგილოსანს 40 მილიონი, მესამეადგილოსანს - 30, ხოლო მეოთხეადგილოსანს - 25.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE