სამპაოლი: "მუნდიალზე გავალთ, თუ მთელი ნაკრები მესის დონეზე ითამაშებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სამპაოლი: "მუნდიალზე გავალთ, თუ მთელი ნაკრები მესის დონეზე ითამაშებს"


სამპაოლი:

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი 2018 წლის მუნდიალზე უნდა მოხვდეს.

მოგეხსენებათ, შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში არგენტინელები ეკვადორს დაუპირისპირდებიან.

"მესის მეტს ვერ მოვთხოვთ", - ციტირებს სამპაოლის სიტყვებს El Mundo Deportivo.

"თუ მთელი ნაკრები მის დონეზე ითამაშებს, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის მოხვედრაში ეჭვი არ შემეპარება".

"უნდა გავიმარჯვოთ, რათა სხვა ნაკრებების შედეგებზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. ამ სიტუაციაში ჩემთვის მთავარი შედეგია", - დასძინა "ალბისელესტეს" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები