ეკვადორის მწვრთნელი არგენტინასთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ეკვადორის მწვრთნელი არგენტინასთან მატჩს გამოტოვებს


ეკვადორის მწვრთნელი არგენტინასთან მატჩს გამოტოვებს

ეკვადორის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორხე სელიკო ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია.

როგორც A bola იუწყება, 53 წლის სპეციალისტი ერთი შეხვედრით ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან 5 ოქტომბერს გამართულ დაპირისპირებაში არასათანადო საქციელის გამო დასაჯეს.

ასე და ამგვარად, სელიკო არგენტინის ნაკრებთან დღეს ღამით, თბილისის დროით 03:30 საათზე გასამართ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, "ალბისელესტეს" ეკვადორელებთან მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები