მანჩესტერ იუნაიტედი სანჩესის სანაცვლოდ არსენალს 22 მლნ ევროს შესთავაზებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედი სანჩესის სანაცვლოდ არსენალს 22 მლნ ევროს შესთავაზებს


მანჩესტერ იუნაიტედი სანჩესის სანაცვლოდ არსენალს 22 მლნ ევროს შესთავაზებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში "არსენალის" თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის შეძენას ეცდება.

როგორც The Mirror იტყობინება, "მეთოფეებმა" გასულ ზაფხულს ჩილელის 67 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვეს, იანვარში კი "ემიუ" ლონდონელებს სულ რაღაც 22 მილიონს შესთავაზებს, რადგან ალექსისს მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.

"არსენალი" არჩევნის წინაშე დგას: კლუბმა სანჩესი იანვარში ან 22 მილიონად უნდა გაუშვას ან მომავალ ზაფხულს უფასოდ დაკარგოს.

მოგეხსენებათ, თავად სამხრეთამერიკელი "მეთოფეებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები