მილანი რეალის ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი: ოქტომბერი 10, 2017, 22:53
"რეალის" ნახევარმცველი, დანი სებალიოსი "მილანის" ინტერესთა სფეროში მოექცა.
როგორც A bola იტყობინება, იტალიური კლუბი მზადაა ახალგაზრდა ჰავბეკის თაობაზე შეთავაზება გააკეთოს და იმედოვნებს, რომ საქმე კონტრაქტის გამოსასყიდ თანხამდე არ მივა.
შეგახსენებთ, ესპანელი შუახაზელის ხელშეკრულების გამოსასყიდი ღირებულება 500 მილიონ ევროს შეადგენს.
სებალიოსმა მიმდინარე სეზონში მინდორზე სულ 111 წუთი გაატარა, ამიტომაც მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა.
არ არის გაკორიცხული, "რეალმა" ფეხბურთელის იჯარის წესით გაშვების ვარიანტი განიხილოს.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE