კატალონია დათმობაზე წავიდა: "დიალოგის დამყარებაა საჭირო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კატალონია დათმობაზე წავიდა: "დიალოგის დამყარებაა საჭირო"


კატალონია დათმობაზე წავიდა:

კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთისგან გამოყოფის საკითხის გადადება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რეგიონში 1 ოქტომბერს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ არ აღიარა.

კკატალონიური პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პალატამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია 48 საათის შემდეგ უნდა მიიღოს.

"მინდა კატალონიელების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო. მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადებას ვითხოვთ, რათა რეფერენდუმის შედეგების განხორციელების საკითხი შევიმუშავოთ. დღესდღეობით დიალოგის დამყარებაა საჭირო", - თქვა პუჩდემონმა.

აქამდე აღინიშნებოდა, რომ კატალონიური კლუბები, "ბარსელონას" ჩათვლით, ესპანეთის ჩემპიონატს დატოვებდნენ. სად ითამაშებენ ისინი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარიანტთა შორის გაიჟღერა საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატების სახელებმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები