პიკემ კატალონიის პარლამენტის წევრები გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიკემ კატალონიის პარლამენტის წევრები გააკრიტიკა


პიკემ კატალონიის პარლამენტის წევრები გააკრიტიკა

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ხერარდ პიკემ კატალონიის პარლამენტის დეპუტატები გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, დღეს ავტონომიური რეგიონის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი სიტყვით გამოვიდა და დეპუტატებს კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადების მოთხოვნით მიმართა.

"ბოდიშით, მაგრამ სირცხვილია, როცა კატალონიის მომავალი წყდება და პარლამენტის წევრთა უმეტესობა მობილურ ტელეფონებში იყურება", - წერს პიკე სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, თავად "ბლაუგრანას" ცენტრალური მცველი კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები