ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა [VIDEO]


ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები რუსეთის მსოფლიო პირველობასაც გამოტოვებს.

დიკ ადვოკაატის გუნდმა საკუთარი ქომაგების წინაშე შვედეთის ნაკრები მიიღო და არიენ რობენის დუბლით 2:0 იმარჯვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შვედებმა ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით "ნარინჯისფრები" უკან ჩამოიტოვეს და ფლეი-ოფის სტადიაში გადავიდნენ.

ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა [VIDEO]

ჰოლანდია 2:0 შვედეთი

გოლები: 1:0 - რობენი (16' პენ.), 2:0 - რობენი (40').

შემადგენლობები

ჰოლანდია: სილესენი; ტეტე (იანმაატი 71'), ვან დეიკი, რეკიკი, აკე; ვიჰენა, ბლინდი, ვიინალდუმი (კლაასენი 71'); რობენი, იანსენი (დოსტი 46'), ბაბელი.

შვედეთი: ოლსენი; ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანქვისტი, აუგუსტინსონი; კლაესონი (სვენსონი 68'), ლარსონი, იოჰანსონი, ფორსბერგი; ტოივონენი (ტელინი 76'), ბერგი.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები