საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირთა რეიტინგში ჟირუმ ბენზემას გადაასწრო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირთა რეიტინგში ჟირუმ ბენზემას გადაასწრო


საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირთა რეიტინგში ჟირუმ ბენზემას გადაასწრო

"არსენალის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა რეიტინგში კარიმ ბენზემას გადაასწრო.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ბელორუსთან გამართულ მატჩში ჟირუმ თავის გამოჩენა 33-ე წუთზე მოახერხა. ეს გოლი მისთვის ეროვნული გუნდის მაისურით რიგით 28-ე აღმოჩნდა. რაც შეეხება კარიმ ბენზემას, "რეალის" ფორვარდის ანგარიშზე 27 გოლია.

ჟირუ ნაკრებში გატანილი ბურთების რაოდენობით იური ჯორკაეფს დაეწია და მასთან ერთად მე-7 ადგილს იყოფს.

ცნობისთვის, რეიტინგს ტიერი ანრი ლიდერობს, რომელმაც მეტოქეთა დამწუხრება 51-ჯერ შეძლო.

აქვე შეგახსენებთ, ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლის ოქტომბრიდან აღარ იძახებენ, როცა გაირკვა, რომ მატიე ვალბუენას აშანტაჟებდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები