ბელგიის ნაკრებმა გერმანიის ნაკრების რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბელგიის ნაკრებმა გერმანიის ნაკრების რეკორდი გაიმეორა


ბელგიის ნაკრებმა გერმანიის ნაკრების რეკორდი გაიმეორა

ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში კვიპროსს 4 უპასუხო გოლი გაუტანა, გერმანიის რეკორდი გაიმეორა.

ორივე ზემოთნახსენებმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო რაუნდში 43 გოლი გაიტანა.

წინა რეკორდი ესპანეთის ნაკრებს ეკუთვნოდა (42 გოლი) - 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანელებმა მეტოქეთა დამწუხრება 42-ჯერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, ბელგიაც და გერმანიაც რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები