რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!


რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი, არიენ რობენი ეროვნული გუნდიდან წავიდა, იუწყება Goal.com.

კაპიტანმა უკანასკნელი შეხვედრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთთან (2:0) გამართა და დუბლი გაიფორმა.

მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ნაკრები მუნდიალის მიღმა დარჩა. შვედების ორბურთიანი სხვაობით დამარცხება საკმარისი არ აღმოჩნდა.

შვედეთმა ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით "ნარინჯისფრები" უკან ჩამოიტოვა და ფლეი-ოფის სტადიაში გადავიდა.

ასე და ამგვარად, გუშინდელი მატჩი რობენისთვის საერთაშორისო კარიერაში ბოლო აღმოჩნდა. ჰოლანდიის ნაკრებში "ბაიერნის" ნახევარმცველმა საერთო ჯამში 97 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები