ყველაფერი ჩილეს საწინააღმდეგოდ: კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი მუნდიალის გარეშე დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყველაფერი ჩილეს საწინააღმდეგოდ: კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი მუნდიალის გარეშე დარჩა


ყველაფერი ჩილეს საწინააღმდეგოდ: კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი მუნდიალის გარეშე დარჩა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩები საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა.

ამ ტურის წინ, ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში ჩილეს ნაკრები იყო, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი მათ საწინააღ​მდეგოდ მოხდა.

ბრაზილიის ნაკრებმა ჩილე 3:0 დაამარცხა, არგენტინამ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და მუნდიალზე გავიდა.

ერთადერთი შედეგი, რომელიც ჩილეს პერუსა და კოლუმბიის შეხვედრაში არ აწყობდა, ფრე იყო, თუმცა ეს მატჩი 1:1 დასრულდა და კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი მუნდიალს მიღ​მა დარჩა.

პარალელურად, ურუგვაის ნაკრებმა ბოლივია 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიცია დაიკავა. 

პერუს ნაკრები მუნდიალზე გასვლას ფლეი-ოფიდან შეეცდება, სადაც მათი მეტოქე ახალი ზელანდია იქნება.

სატურნირო ცხრილი
ყველაფერი ჩილეს საწინააღმდეგოდ: კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი მუნდიალის გარეშე დარჩა

ბრაზილია - ჩილე 3:0


ურუგვაი - ბოლივია 4:2


პერუ - კოლუმბია 1:1


პარაგვაი - ვენესუელა 0:1

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები