სამპაოლი: "მსოფლიო ჩემპიონატი მესის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სამპაოლი: "მსოფლიო ჩემპიონატი მესის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა"


სამპაოლი:
ეკვადორისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი არგენტინელთა თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ გააკეთა.

"მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მსოფლიო ჩემპიონატი მესის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

არგენტინის ნაკრების ყველა ფეხბურთელმა კარგი თამაში აჩვენა, რამაც დადებითი შედეგი მოიტანა.

რაც შეეხება ჩილეს ნაკრებს, ისინი სამწუხაროდ მუნდიალზე ვერ გავიდნენ, რაც ძალიან ცუდია, რადგან ამ ნაკრებს დიდ პატივს ვცემ", - აცხადებს სამპაოლი.

ეკვადორისა და არგენტინის მატჩი 1:3 დასრულდა. ამ შეხვედრაში 3 გოლი ლეო მესიმ გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები