ბეილი: "მიუხედავად იმისა, რომ უელსი მუნდიალზე ვერ გავიდა, კოულმენი მაინც უნდა დარჩეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეილი: "მიუხედავად იმისა, რომ უელსი მუნდიალზე ვერ გავიდა, კოულმენი მაინც უნდა დარჩეს"


ბეილი:

მადრიდის "რეალის" უელსელმა თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა მისი ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა შეაფასა.

მოგეხსენებათ, უელსელები ირლანდიასთან ბოლო ტურში დამარცხდნენ და მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა, კოულმენი მთავარ მწვრთნელად მაინც უნდა დარჩეს.

გულშემატკივრებს ის ძალიან უყვართ და მან ყველაზე კარგად იცის, თუ რა სჭირდება უელსს", - აცხადებს ბეილი.

ირლანდიასთან მატჩამდე, უელსი თბილისს ეწვია და საქართველოს ნაკრები 1:0 დაამარცხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები