რამირესი ზამთარში შეიძლება ინტერში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამირესი ზამთარში შეიძლება ინტერში გადავიდეს


რამირესი ზამთარში შეიძლება ინტერში გადავიდეს

"ცზიანსუ სუნინის" ნახევარმცველი, რამირესი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გადავიდეს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერმა" შეიძლება ჩინური გუნდებიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი დაიმატოს, რადგან ამ კლუბებს Suning Group ფლობს.

"ჩემი კლუბის ხელმძღვანელობის არცერთ წევრს არ უთქვია ჩემთვის, როგორ შეიცვლება ჩემი მომავალი", - ციტირებს რამირესის სიტყვებს Globoesporte.

"იტალიაში თამაში მინდა, თუმცა, როგორც ვთქვი, არაფერი კონკრეტული არაა. თუ პირობები შეიცვლება, ჩემს აგენტსა და ოჯახს დაველაპარაკები, რათა საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები