ჩიხურამ ცხადაძე წარადგინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩიხურამ ცხადაძე წარადგინა


ჩიხურამ ცხადაძე წარადგინა

საფეხბურთო კლუბ ჩიხურას ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ბაჩანა ცხადაძე, კარიერას იმერულ გუნდში გააგრძელებს. 29 წლის ფორვარდი ჩიხურას შემადგენლობაში 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის და ეს საქართველოში უცხო ფაქტი ნამდვილად არ გახლავს.

სამაგიეროდ, გეტყვით ცხადაძის კარიერას ჩიხურამდე: ბაჩანას საქართველოში ცხინვალის, გაგრას, ბოლნისის სიონის, თბილისის ვიტ ჯორჯიას, თბილისის ამერის, თბილისის ლოკომოტივისა და სამტრედიას შემადგენლობაში უთამაშია. რამდენიმე წელი ცხადაძემ აზერბაიჯანში გაატარა _ სტანდარტის, სიმურგის და ინტერის რიგებში, ხოლო ცოტა ხანი ალბანურ ფლამურტარიშიც გაატარა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩიხურას ახალწვეულს 8 მატჩი აქვს ჩატარებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები