მონტელა: "ბერლუსკონის შეუძლია ყველაფერი თქვას, რასაც მოისურვებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "ბერლუსკონის შეუძლია ყველაფერი თქვას, რასაც მოისურვებს"


მონტელა:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის კრიტიკას უპასუხა.

"როსონერის" ექს-ხელმძღვანელმა აქამდე თქვა, რომ გასულ ზაფხულს იტაილიელი სპეციალისტის მიწვევას არ აპირებდა.

"ბერლუსკონის შეუძლია თქვას ყველაფერი, რასაც მოინდომებს, ამის უფლება აქვს", - ციტირებს მონტელას სიტყვებს Gazzetta dello Sport.

"თუმცა, განცხადება, რომელიც მან გააკეთა, კონტექსტიდან არ უნდა ამოვარდეს. ყოველთვის მოვისმენ, მაგრამ სხვებისგან დამოუკიდებლად მივიღებ გადაწყვეტილებას".

"ბერლუსკონის რჩევების მოსმენა მომწონს, თუმცა მისი უკანასკნელი სეზონი არ მომეწონა. "მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის პოტენციალი აქვს", - დაამატა "როსონერის" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები