საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "დეშამთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვჩქარობთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "დეშამთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვჩქარობთ"


საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრეტი ჯერჯერობით ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

ფრანგ სპეციალისტს ამჟამინდელი მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება.

უახლოეს პერიოდში მუნდიალის დაწყების წინ ამხანაგური მატჩების ჩატარების თაობაზე შეკრება იგეგმება.

- აპირებთ თუ არა უახლოეს კვირებში დიდიე დეშამისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას?

- ჯერჯერობით, არ ვიცი, ჯერ მას დაველაპარაკები. ჯერ ახლახანს გავინაღდეთ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზური, დრო გვაქვს. ვნახოთ, რას ფიქრობს დიდიე საკუთარ მომავალზე. საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს იმისათვის, რათა მშვიდად ვიმუშავოთ და არ ვიჩქაროთ.

- თუმცა, ყოველთვის გინდოდათ მასთან კონტრაქტის გახანრგძლივება მუნდიალამდე.

- დიახ. მაგრამ ვნახოთ. შევხვდებით, რათა ამხანაგურ მატჩებზე ვისაუბროთ. ყველაფერს აქვს თავისი დრო.

- გეპარებათ თუ არა ეჭვი იმაში, რომ მას კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა?

- ეს არ მითქვამს. უბრალოდ ვამბობ, რომ ყველაფერი ასე სწრაფად არ ხდება. ჯერ გავესაუბრებით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები