მცველი, რომლის შეძენაც მანჩესტერ სიტის სურს, ნაპოლისთან გაახანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მცველი, რომლის შეძენაც მანჩესტერ სიტის სურს, ნაპოლისთან გაახანგრძლივებს


მცველი, რომლის შეძენაც მანჩესტერ სიტის სურს, ნაპოლისთან გაახანგრძლივებს

მცველმა, ფაუზი გულიამმა უახლოეს პერიოდში შეიძლება "ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს, იუწყება Goal.com.

26 წლის ალჟირელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

ამ კვირაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის დამატება "მანჩესტერ სიტის" უნდა, რადგან რამდენიმე თვით ბენჟამენ მენდი გამოაკლდა, ამიტომაც ნეაპოლელებმა მცველთან მოლაპარაკებები დააჩქარეს.

მიმდინარე სეზონში გულიამმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები