რეალი მზადაა კეინის ტრანსფერში ბეილი, ბენზემა და მოდრიჩი ჩართოს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალი მზადაა კეინის ტრანსფერში ბეილი, ბენზემა და მოდრიჩი ჩართოს!


რეალი მზადაა კეინის ტრანსფერში ბეილი, ბენზემა და მოდრიჩი ჩართოს!

"რეალი" "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის ხელში ჩაგდებას გეგმავს.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ფორვარდს, რომელიც "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოხვდა, 200 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

ამიტომაც, მადრიდელთა პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი "დეზებთან" "ბარტერის" ვარიანტს განიხილავს - "სამეფო კლუბის" ბოსი 24 წლის ინგლისელის ტრანსფერში გარეტ ბეილის, კარიმ ბენზემასა და ლუკა მოდრიჩის ჩართვას გეგმავს.

"სამეფო კლუბის" ზემოთაღნიშნული სამი ფეხბურთელის საერთო სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ ევროს შეადგენს (ბენზემა - 60, ბეილი - 80, მოდრიჩი - 40; transfermarkt.de-ს მიხედვით).

ცნობისთვის, ბეილსა და მოდრიჩს "ტოტენჰემში" უკვე უასპარეზიათ. უელსელი ლონდონელთა ღირსებას 2007 წლიდან 2013 წლამდე იცავდა, ხორვატი კი 2002 წლიდან 2012 წლამდე.

აქამდე არსებული ცნობით, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მზადაა ბეილი ტრანსფერზე დააყენოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები