რონალდუ: "რუსეთო, მოვდივართ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "რუსეთო, მოვდივართ!"


რონალდუ:

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გუნდმა 2018 წლის მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება ერთობლივი ძალისხმევით მოახერხა.

გარდა ამისა, ფორვარდმა, რომელმაც ევროპის შესარჩევი ციკლის ბომბარდირთა დავაში 15 გოლით მეორე ადგილი დაიკავა, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, გუშინ პორტუგალიელებმა შვეიცარიას (2:0) მოუგეს და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

"შესანიშნავი გუნდური ძალისხმევა", - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

"მადლობა მხარდაჭერისთვის! რუსეთო, მოვდივართ!".

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაზე, რომელიც 1 დეკემბერს გაიმართება, რუსეთთან, ბრაზილიასთან, ბელგიასთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, საფრანგეთთან და არგენტინასთან ერთად პირველ კალათაში იქნება.

მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები