ტიაგო ალკანტარა ვარჯიშებს დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტიაგო ალკანტარა ვარჯიშებს დაუბრუნდა


ტიაგო ალკანტარა ვარჯიშებს დაუბრუნდა

"ბაიერნისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

ჰავბეკი, რომელმაც ეროვნული გუნდის განკარგულებაში ყოფნისას დაშავდა, გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ფრაიბურგთან" 14 ოქტომბერს გასამართ მატჩში მინდორზე გასვლას შეძლებს.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ეროვნული გუნდიდან დღეს კორანტენ ტოლისო, კინგსლი კომანი და არიენ რობენიც დაბრუნდებიან, რომლებმაც 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები