მონტელა: "დერბი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვიგოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "დერბი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვიგოთ"


მონტელა:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, მოახლოვებულ დერბი დელა მადონინაზე ისაუბრა.

"უკვე ხვალიდან ჩვენ მთელი დღე და ღამე მილანურ დერბიზე ვიფიქრებთ, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ და წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

კალინიჩის ტრავმა? მის მდგომარეობას ყოველდღიურად ვაკვირდებით და ექიმისგან რჩევებს ვიღებთ. ჯერ არ ვიცით მოასწრებს თუ არა ნიკოლა "ნერაძურისთან" მატჩამდე გამოჯანმრთელებას.

თუმცა ჩვენ ახალგაზრდა პატრიკ კუტრონე გვყავს, რომელიც საოცრად მოწყურებულია თამაშს. მისი მჯერა და სწორედ კუტრონეა ჩემი ჯოკერი", - განაცხადა მონტელამ.

"როსონერი" თავის მთავარ კონკურენტს 15 ოქტომბერს, კვირას, დაუპირისპირდება და წარუმატებლობის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მონტელა საკუთარ პოსტს დაკარგავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები