მუნდიალის შემდეგ მასკერანო სანაკრებო კარიერას დაასრულებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მუნდიალის შემდეგ მასკერანო სანაკრებო კარიერას დაასრულებს


მუნდიალის შემდეგ მასკერანო სანაკრებო კარიერას დაასრულებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთში გასამართი ტურნირის შემდეგ საერთაშორისო კარიერას დაასრულებს.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელი "ალბისელესტეს" ღირსებას 2003 წლიდან იცავს.

"შეიძლებოდა ნაკრებში ჩემი გზა დღესვე დასრულებულიყო", - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Sports Illustrated.

"საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რუსეთში თამაშის იმედი მაქვს, თუმცა ეს ტურნირი არგენტინის ნაკრების მაისურით ჩემთვის ნამდვილად უკანასკნელი იქნება", - დასძინა "ბარსელონას" უკანახაზელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები