ზეედორფი: "მილანს დრო სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზეედორფი: "მილანს დრო სჭირდება"


ზეედორფი:

"მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა და მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა კლარენს ზეედორფმა, "როსონერის" ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა.

"როგორ აღვწერდი ერთი სიტყვით "მილანს"? გამარჯვებას. ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ შესაძლოა გამარჯვებული გუნდი იყო. შესაძლოა წააგო, მაგრამ მთავარია საქმეს როგორ მიუდგები და რამდენად კონკურენტუნარიანი ხარ.

ახლა მილანური კლუბის ახალი დირექტორები ახალ გუნდს აშენებენ და მათ მკაფიო იდეები აქვთ. პროცესი უკვე დაწყებულია და ეს პროექტი მიზნად "მილანის" იტალიური და ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნებას ისახავს.

"როსონერის" დრო სჭირდება, რადგან გუნდის შექმნა მხოლოდ ახლა დაიწყო", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

მილანურმა გრანდმა ამ ზაფხულს 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და 11 ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ სეზონის სტარტი არც ისე წარმატებული გამოდგა. 7 ტურის შემდეგ "მილანმა" სერია ა-ში უკვე 3 მატჩი წააგო და 12 ქულა დააგროვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი კლარენს ზეედორფი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები