კისლინგი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გამორიცხავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კისლინგი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გამორიცხავს


კისლინგი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გამორიცხავს
ლევერკუზენის "ბაიერის" გამოცდილმა თავდამსხმელმა, შტეფან კისლინგმა, განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას არ გეგმავს.

"ერთი რამ სრულიად ნათელია: შტეფან კისლინგს მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ვერასოდეს იხილავთ.

ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება, მაგრამ კონტრაქტი ჯერ კიდევ 2018 წლის მაისამდე მაქვს. დიდი იმედები არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ მინდა, რომ კარიერა ლამაზად დავასრულო.

კარიერის დასრულების შემდეგ ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად წავალ და "ბაიერთან" კონტაქტს არ გავწყვიტავ. ჩემი მიზანია, რომ კლუბს სამომავლოდ დავეხმარო, რადგან ლევერკუზენელებმა ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს", - განაცხადა 33 წლის გერმანელმა, რომელიც კარიერას გაისად ასრულებს.

შტეფან კისლინგი ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას 2006 წლიდან იცავს და "ფარმაცეპტების" მაისურით 338 თამაშში 131 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები